მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიცია დღეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს გამართავს

განცხადებას ხელი მოაწერეს

დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს გამართავენ.

როგორც ცნობილია, შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ყველა პარტიის წარმომადგენელთან ცალ-ცალკე გაიმართება.

ამავე შეხვედრაზე პარტიების წარმომადგენლები და ელჩები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ოპოზიციის გადაწყვეტილებას განიხილავენ.

🔺 ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

🔺 ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების 2 რაუნდი უკვე შედგა.