მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიკრიბა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა ვერ შეინარჩუნა

ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიკრიბა.

მათი თქმით, აღნიშნული წარმოადგენს მორიგ სამუშაო შეხვედრას. ისინი განაცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა მოითხოვს პარტიების ყოველდღიურ კომუნიკაციას გეგმების დასალაგებლად, კოორდინირებული მოქმედებების შესათანხმებლად, რათა არსებობდეს ხელისუფლებასთან საბრძოლველი საერთო ფლანგი.

ოპოზიცია, ასევე, აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განიხილება სამომავლო აქციების საორგანიზაციო საკითხები.

საბოლოოდ კი, შეხვედრის მიზანია, ჰქონდეთ სწორი სტრატეგია ნიკა მელიას, გიორგი რურუას გასათავისუფლებლად და რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად.

„დეპუტატებს შევუქმნით დისკომფორტს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით, რაც სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება და გულისხმობს, როცა პროტესტანტები გზის სავალ ნაწილზე სხდებიან და მანქანით გადაადგილება ხდება შეუძლებელი. შეუძლიათ დეპუტატებს გადმოსხდნენ თავიანთი ძვირადღირებული ავტომობილებიდან და შებრძანდნენ საფეხმავლო გზით სამუშაო ადგილას.“ - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციის მხარდასაჭერად აქციებია დაანონსებული. მონაწილეები ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 10-მდე კარავი გაშალეს.

აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს - პარლამენტის შენობის პიკეტირება

მარტს - კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს - აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს - აქცია სასამართლოსთან

13 მარტს - მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

იხილეთ აგრეთვე:

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის და 5 მარტს კანცელარიის პიკეტირებას გეგმავს

ერთიანი ოპოზიციური პარტიები აქციაზე საერთო განცხადებას აჟღერებენ

„პარლამენტის წინ არ გაჩერდნენ დიდხანს, სადაც სივრცეს ვერ ავსებენ და მათი სიმცირე კარგად ჩანს“ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი ოპოზიციის აქციაზე