პოლიტიკა

ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს საქართველო შეიყვანოს, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ კრიზისში - პოლიტოლოგთა ასოციაცია

საქართველოს პოლიტოლოგთა
ასოციაცია - ლოგო - Pia.ge
1606317450
დაკოპირებულია

„ოპოზიციამ კვლავ არ მოისმინა პროფესიონალთა აზრი, სამაგიეროდ მოისმინა და შეისმინა გვარამიას მოწოდება, რომელიც აქციისკენ მოუწოდებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურებიან საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებას და მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართულმა საპროტესო აქციებმა შეუწყო ხელი.

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია ქვეყანაში კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არსებული მდგომარეობა მიანიშნებს, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს საქართველო შეიყვანოს, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ კრიზისში.

„სამწუხაროა, რომ ამ თემაზე კვლავ მიწევს საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ოპოზიციური პოლიტიკური აქტორების გამორჩეულ უპასუხისმგებლობაზე, რასაც მძიმე შედეგი მოაქვს საქართველოსთვის. ჩვენ ყველას გვახსოვს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართული აქცია აჭარაში, რომელიც 16 ოქტომბერს ჩატარდა, რა თქმა უნდა, აქციაზე დაცული არ იყო კოვიდ რეგულაციები, რაც პანდემიის გავრცელების ალბათობას ზრდის, მაგრამ ოპოზიციის პოზიცია იყო და არის, რომ აქციას არ შეეძლო ვირუსის გავრცელება, ხოლო პროფესიონალები ამბობდნენ, რომ აქციის შედეგს 4-5 დღის შემდეგ ვნახავდით. პროფესიონალთა პროგნოზი სამწუხაროდ გამართლდა. აქციის გამართვამდე ინფიცირებულთა რიცხვი 1000-ზე ნაკლები იყო, ხოლო აქციის შემდეგ აშკარა ზრდის დინამიკა გვაქვს (ცხრილი 1) 👇

koronavirusis-gavrtseleba---tskhrili_o_h.jpeg

ამის შემდეგ ოპოზიციამ კვლავ არ მოისმინა პროფესიონალთა აზრი, სამაგიეროდ მოისმინა და შეისმინა გვარამიას მოწოდება, რომელიც აქციისკენ მოუწოდებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათი შემდგომი აქცია 1-ელ ნოემბერს გაიმართა, აქციაზე შეთანხმდნენ, რომ 8 ნოემბერს კვლავ შეიკრიბებოდნენ, აქციების შემდეგ კვლავ მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ (ცხრილი 2) 👇

koronavirusis-gavrtseleba---tskhrili_o_h.jpeg

ცხრილები ნათლად ასახავს პანდემიის გავრცელებაში აქციების და ოპოზიციის როლს, აქციების შემდეგ გვაქვს ინფიცირებულთა რიცხოვნობის აშკარა ზრდა, გვესმის რომ ოპოზიციას არ სურს აღიაროს საკუთარი დანაშაული, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, არსებული მდგომარეობა მიანიშნებს, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს საქართველო შეიყვანოს, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ კრიზისში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის ანძა
მთაწმინდაზე

თბილისი 212, იმერეთი - 61 კორონავირუსის...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 469 ინფიცირების ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა. 

1611127038

„ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1611125976

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი 19 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

1611125910

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო. ფილმი გელენჯიკში, სოჭის მახლობლად  პუტინის სასახლეს ეხება. ამის შესახებ dw.com იუწყება.  

1611124749

დღეს, 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.

ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

1611124694
ნიკა ქურდიანი Efma-ს და
Mastercard-ის წლის საუკეთესო SME
ბანკირის ნომინანტია

ნიკა ქურდიანი Efma-ს და Mastercard-ის წლის სა...

Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. 

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა ძალიანაც არ მ...

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა, პიროვნულად, ძალიანაც არ მესიამოვნა და არ გამიხარდა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ასეა. ახლა მეც ვგრძნობ და ყველა ირგვლივ, მოწოდებულია მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ, თუნდაც ერთმანეთის აზრის მეტად მოსმენისკენ, რადგან ყველაფერი ამის კოორდინატორი, შეიძლება ასე ითქვას, იყო ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსო...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტური...

საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.