მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციას მოვუწოდებდი ხელშეკრულებაში ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნების საკითხიც შეიტანოს“- იაგო ხვიჩია

გირჩის წევრი 2020

პარტია „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიციამ ვადამდელ არჩევნებთან ერთად, მმართველ გუნდთან შეთანხმების ხელშეკრულებაში, ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნების საკითხიც უნდა შეიტანოს.

„მე მოვუწოდებდი ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ ეცადონ ამ ხელშეკრულებაში ვადამდელი არჩევნებიც იყოს და პროპორციული არჩევნებიც ბუნებრივი ბარიერით, რადგან შეუძლებელია ეს ორივე დავკარგოთ ოპოზიციამ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის თქმით, მოლაპარაკების პროცესის წარმატებაზე მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„არც ერთი და არც მეორე მხარის განცხადებები არ პასუხობდა იმ სულისკვეთებას, რაც ამ შეხვედრაზე შარლ მიშელის მიერ იყო გამოხატული და ამაზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, უმეტესად უნდა აიღოს ხელისუფლებამ, თუმცა ოპოზიციასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ქართული ოცნების“ წევრების განმარტებით, შარლ მიშელთან შეხვედრამ დაადასტურა, რომ მმართველ გუნდს შეუძლია დიალოგი და მზადაა მოლაპარაკებისთვის.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის ულტიმატუმი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ვერ შესრულდება, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს, ეს კი საგამოძიებო კომისიის საქმეა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ორ კვირაში ან დაფიქსირდება, რომ გვაქვს წინსვლა ან იქნება უკანდახევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ - ზურაბ ჯაფარიძე

„ტყუილია, რომ დოკუმენტში ოპოზიციის სურვილებია, მიშელმა თავისი დაწერილი ტექსტი მოიტანა“ - დავით ბაქრაძე

ლევან იოსელიანი: უცხოეთიდან ვერავინ გვიკარნახებს დაინიშნოს თუ არა ვადამდელი არჩევნები