მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე გახარია უნდა დაჯდეს“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში მმართველი გუნდის წარმატების ერთადერთი შანსია, რომ მაგიდასთან ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია დაჯდეს. 

მისი თქმით, გიორგი გახარია „ქართულ ოცნებაში“ ერთადერთი იყო, რომელიც ოპოზიციასთან მოლაპარაკების გზას ემხრობოდა.

„თუ მოლაპარაკებაზე მიდიხართ და მელიას უშვებ, მაშინ ახლა თქვი, რომ ჩვენ შეგვეშალა, გადადექი და ახლა ბრუნდება გახარია.

რატომ არის იცით, „ქართული ოცნება“ ჩიხში? იმიტომ, რომ თუ მოლაპარაკებაზე მიდიან, მაგიდასთან უნდა დაჯდეს გახარია, იმიტომ, რომ იგი ერთადერთი იყო, ვინც მოლაპარაკებას ემხრობოდა, დანარჩენები იყო ე.წ. ომის პარტია. თუ პოლიტიკას ცვლი, მაშინ ისმის კითხვა, ის კაცი რატომ წავიდა?

„ოცნების“ ერთადერთი შანსია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან გიორგი გახარია დაჯდეს. გახარიას წასვლა ხელისუფლებისთვის უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ოპოზიციისთვის. მე ვერ ვხედავ, რომ გახარია პოლიტიკაში დაბრუნდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება დაბრუნდეს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

როგორც მან განმარტა, მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მოლაპარაკების წარმართვის რესურსი არ აქვს და ევროსაბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით, ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე ის უფუნქციოდ იჯდა.

„სურათს ხომ შეხედეთ, ღარიბაშვილის ადგილას ვაკუუმი იჯდა. იყო მსუბუქი ფლირტი, კეთილგანწყობა შარლ მიშელის მხრიდან და ოპოზიცია, ღარიბაშვილი კი გაშტერებული იჯდა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ტყუილია, რომ დოკუმენტში ოპოზიციის სურვილებია, მიშელმა თავისი დაწერილი ტექსტი მოიტანა“ - დავით ბაქრაძე

„ორ კვირაში ან დაფიქსირდება, რომ გვაქვს წინსვლა ან იქნება უკანდახევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ - ზურაბ ჯაფარიძე

„ოპოზიციას მოვუწოდებდი ხელშეკრულებაში ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნების საკითხიც შეიტანოს“- იაგო ხვიჩია