მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციის მიერ დაანონსებული პიკეტირება - „კანონის ფარგლებში ვაპირებთ მოქმედებას“

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა ვერ შეინარჩუნა

გაერთიანებული ოპოზიცია 2 მარტს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის პიკეტირება კონსტრუქციულად და კანონის ფარგლებში მოხდება. 

ხაბეიშვილის განმარტებით, საუბარია პიკეტირებაზე და არა ბლოკირებაზე.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ე.წ. სირცხვილის კორიდორის გავლა მოუწევთ.

„საუბარია პიკეტირებაზე, რაც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული. შესაბამისად, შეგვიძლია პარლამენტის პიკეტირება, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი რაოდენობის შემთხვევაში გადაიკეტება საავტომობილო გზა.

პარლამენტარებს მოუწევთ ფეხით შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, ძალადობას არავინ აპირებს. უბრალოდ ხალხის ხმა კარგად უნდა გაიგონ. მათ შორის ე.წ. სირცხვილის კორიდორის გავლა მოუწევთ, შესაბამისად ხვალ ექნებათ პიკეტირება, სერიოზული პრობლემები ექნებათ, ვგულისხმობ პოლიტიკურს და არა ძალადობრივს.

მათგან განსხვავებით ოპოზიცია ძალადობაზე უარს ვამბობთ. ერთადერთი ვინც ძალადობს ოპოზიციაზე და ხალხზე, ეს არის ხელისუფლება. ჩვენ კონსტრუქციულად, კანონის ფარგლებში ვაპირებთ პიკეტირებას“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ დროზე გაათავისუფლონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია და „მთავარი“ არხის ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა.

აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს - პარლამენტის შენობის პიკეტირება

5 მარტს - კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს - აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს - აქცია სასამართლოსთან

13 მარტს - მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

იხილეთ აგრეთვე:

✔️ ერთიანი ოპოზიციური პარტიები აქციაზე საერთო განცხადებას აჟღერებენ

✔️ „30 თუ 40 ათასი ლარის გამო ქვეყანა დაანგრიეს, ღირდა ამად?“ - ეკა ბესელია