მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციონერები „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისში იკრიბებიან

ზაალ უდუმაშვილი

ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა გუნდის ლიდერები ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან.

ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული შეხვედრა ხვალინდელ ფართომასშტაბიან აქციასთან არის დაკავშირებული.

მათი გეგმა არის, რომ ფილარმონიიდან დაიწყონ აქციის მსვლელობა, მივლენ საკანონმდებლო ორგანომდე და მოაწყობენ სირცხვილის კორიდორებს.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, გეგმავენ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც აქციების მოწყობას.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აქციები გაგრძელდება, მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ყველა ის მოთხოვნა, რაც დღეს აქვს ოპოზიციას.

„თუ არ იქნება გაგონილი ჩვენი მეგობრების მოწოდებები შემდგომი ნაბიჯები ბუნებრივია იქნება სანქციები“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

ინფორმაციისთვის, 26 თებერვლისთვის ოპოზიციური პარტიები გეგმავენ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ოპოზიცია - პარლამენტში შესვლით, მთავრობა - საგარეო პოლიტიკური საკითხების მოგვარებით“ - რამაზ საყვარელიძე პოლიტიკური მოვლენების განვითარების სწორ გზებზე

✔️„ვიმედოვნებთ, პარტიები მზად არიან გამოსავლის პოვნისთვის“ - აშშ-ის ელჩი ოპოზიციასთან შეხვედრაზე მივიდა

✔️მელიას დაკავება როგორც ტესტი, თავად ნაცმომ შექმნა და ამ თამაშში, საფანჩატურეთად წოდებული „ჭაობის ოპოზიცია“ გამოიყენა - გიორგი ცუცქირიძე