მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციურ ლიდერებს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ იჭერენ“ - ლევან იოსელიანი

„რაც ახლა წარმოადგინეთ ეს არის სადღეგრძელო“

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, დეპუტატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. 

იოსელიანის თქმით, ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ დიალოგია.

„ოპოზიციურ ლიდერებს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ იჭერენ. ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი რაც მოხდა, დღეს ერთადერთი გამოსავალი არის დიალოგი. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული.

ნიკა მელია რა საქმეზეც არის დაკავებული, ანალოგიურ საქმეზე იყო დაკავებული მაგალითად, ბესიკ თამლიანი, რომელსაც მე ვიცავდი. მე ვიცი ამ საქმეში რა სტანდარტის მტკიცებულებები დევს. მე ვიცი, რომ ეს საქმე 20 ივნისის საქმის მონაწილეების მსგავსად ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა, 23 თებერვალს დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ოპოზიციის ლიდერი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ნიკა მელია დღეს მოიტაცეს, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ერთად აღებული „ქართული ოცნება“ - ელენე ხოშტარია

✔️ გიორგი კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ მოკლე დროში უნდა გაათავისუფლოს ნიკა მელია

✔️ „ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია“ - ანდერს ფოგ რასმუსენი