მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციისა და ქართული ოცნების შეხვედრა

კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრის ინიციატორი აშშ-ის ელჩია.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.

როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა დიპლომატებთან შეხვედრა ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება იყო.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდთან დიალოგი მხოლოდ ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე უნდა შედგეს.

👉ინფორმაციისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ 10 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლება და ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

👉11 ნოემბერს სატელევიზიო ეთერში მან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან მზაობის არ არსებობა დაასახელა.