მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციურმა პარტიებმა მეორე ტურთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს

ოპოზიციამ ქცევის კოდექსს ხელი მოაწერა

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი ოპოზიციური პარტიების საერთო გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.

პარტიების წარმომადგენლები დღეს, 20 ნოემბერს „ლელოს“ ოფისში შეიკრიბნენ გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების საერთო გადაწყვეტილება მოიცავს:

🔺 ბოიკოტი მეორე ტურს

🔺 სრული იგნორი. ხვალინდელ დღეს ერთობლივი აქციები არ იქნება

🔺 ინდივიდუალურად პარტიები და ორგანიზაციები თვითონ ირჩევენ ხვალინდელი დღის სტრატეგიას პირველი ორი პუნქტის გათვალისწინებით

🔺 პარლამენტში არავინ არ შედის

🔺 ბრძოლა და აქციები გრძელდება

📌 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ამის ფონზე აქციების შეწყვეტა“ - ბურჯანაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ

ნათელაშვილი: ოპოზიციის ფეხი არ იქნება პარლამენტში