მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპტიმიზმის საფუძველი დარჩა“ - ელისაშვილი თალაკვაძის განცხადებაზე

პარტია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია შევიდეს. 

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის პოლიტპატიმრების საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ოპტიმიზმის საფუძველი იქ დარჩა. არ არის ისე, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არ იყოს. რადგან გარკვეულ საკითხებში მნიშვნელოვნად წინ წავიწიეთ, თუმცა პოლიტპატიმრებზე არ გვითქვამს, რომ „მორჩა და გათავდა“.

შეთანხმებას ხელს ვერ მოვაწერთ, თუ ის ადამიანები დარჩებიან ციხეში და გვინდა ამ მხრივ რაღაც მოხდეს. არ ვიცი, რა მოხდება და როგორ მოხდება. დაველოდოთ მოვლენებს და გარემოებებს“, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი იმყოფებოდნენ. ისინი პარლამენტის თავმჯდომარესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერს შეხვდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „პარლამენტში შეიძლება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ“ - თალაკვაძე