მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორ კვირაში ან დაფიქსირდება, რომ გვაქვს წინსვლა ან იქნება უკანდახევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ - ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე - გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ორი კვირის ვადაში კონკრეტული შეთანხმება არ შედგება, ეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სახელმწიფოს ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

„ორი კვირის თავზე, როცა არის ასოცირების საბჭოს შეხვედრა, ეს არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი.

იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც ქვეყანაშია, როცა პარლამენტში რეალურად ერთი პარტიაა შესული, როცა მოსახლეობის ნახევრის მიერ არჩეული სხვა არცერთი პარტია არ შედის, როცა ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ლიდერი წავიდა პოლიტიკიდან, ასევე პარტიის პირველი ნომერი, ვინც პრემიერ-მინისტრი იყო, ის წავიდა პოლიტიკიდან, ლეგიტიმაციის ასეთი ნაკლებობის პირობებში იმის დაფიქსირება, რომ ქვეყანაში არის წინსვლა და ჩვენ გვაქვს პროგრესი, შეუძლებელი იქნება ანუ იქნება უკან დახევა ევროატლანტიკური გზიდან, რაც ასევე იყო აღნიშნული აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, როცა ნიკა მელია დაიჭირეს“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, არსებობს ორი მოსალოდნელი რეალობა, ხოლო რომელი მათგანი დაფიქსირდება ეს ხელისუფლების არჩევანზეა დამოკიდებული.

„ან დაფიქსირდება, რომ ორ კვირაში ჩვენ რაღაცას მოვაბამთ თავს და ეს პირველ რიგში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და გამოჩნდება, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის იმედი ბოლომდე ჩარეცხილი არ არის, ან დაფიქსირდება მეორე რეალობა. სხვა გზა აქ არ არის. ეს არჩევანი ჩვენზე არ არის, ეს არჩევანი ხელისუფლებაზეა“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც მან განმარტა, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრზე სანქციების საკითხი განხილული არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ლევან იოსელიანი: უცხოეთიდან ვერავინ გვიკარნახებს დაინიშნოს თუ არა ვადამდელი არჩევნები

„ტყუილია, რომ დოკუმენტში ოპოზიციის სურვილებია, მიშელმა თავისი დაწერილი ტექსტი მოიტანა“ - დავით ბაქრაძე

პრემიერი: გუშინდელ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი და მისი ჩატარება არ განიხილება