მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორ კვირაში ბრიუსელში 6 პუნქტიანი გეგმით მივდივართ“ - სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წ.

„ჩვენ თუ ვამბობთ, რომ არჩევნების შედეგები გადავამოწმოთ პარლამენტში შექმნილი საარჩევნო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და შემდეგ ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები, ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს პასუხი პოტენციურ ადრეულ არჩევნებზე,“ - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მას კითხვა აქვს ოპოზიციასთან, რომ თუკი პლებისციტმა მათთვის არასასურველი შედეგი აჩვენა, მიიღებენ ამ შედეგებს თუ შემდეგ, თავიდან დაიწყებენ პლებისციტის გაყალბების მტკიცებას?

„ყოველ დღე ვხედავთ როგორი დაბნეულობაა ოპოზიციაში, იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, პლებისციტი უნდათ თუ არა. ჩვენ ყველაზე მკაფიო ოპოზიციის ლიდერის ნათქვამიდან დავინახეთ, რომ პლებისციტი არ არის ოპოზიციის მოთხოვნა და თითქოს, ეს ჩვენს მიერ თავს მოხვეულია ოპოზიციისთვის. მათი პოზიცია არ არის მკაფიო და გასაგები. თუ შეთანხმდებიან რომ პლებისციტი არის საჭირო და თურმე მიშა სააკაშვილი ცდებოდა და იტყუებოდა, ამაზე ჯერ შეთანხმდნენ და მერე ვილაპარაკოთ. ამასთან, თუკი პლებისციტმა მათთვის არასასურველი შედეგი აჩვენა, მიიღებენ ამ შედეგებს თუ მერე თავიდან დაიწყებენ, რომ ეს პლებისციტი ვითომ გაყალბდა. რისთვის, რომ ვიღაცის ბავშვური ჟინიანობა დავაკმაყოფილოთ?“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით, ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია.

„ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია და იმედია, თვითონაც ემზადებიან და უარი უნდა თქვან იმ ძალიან არასერიოზულ იდეებზე, ზოგიერთი პარტია რასაც აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს. პოტენციურ ადრეულ არჩევნებს ავტომატურად გულისხმობს ჩვენი წინადადება, ანუ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ არჩევნების შედეგები გადავამოწმოთ პარლამენტში შექმნილი საარჩევნო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და შემდეგ ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები, ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს პასუხი პოტენციურ ადრეულ არჩევნებზე,“ - ამბობს სოზარ სუბარი.

სუბარი ორ კვირაში 6 პუნქტიანი გეგმით წასვლას აანონსებს.

„ჩვენ, ორ კვირაში ბრიუსელში 6 პუნქტიანი გეგმით მივდივართ, პირველი არის ამბიციური საარჩევნო რეფორმა, პარლამენტში შემუშავებულია მოდელი, რაშიც ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

მეორე არის, კანონის უზენაესობა, ესეც ითხოვს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას. ეს რეფორმა არ შეჩერებულა, ეს რეფორმა მიდის. მაგიდასთან დასხდომას მოიაზრებს ეს და მაგიდასთან უნდა მოვიდეს ოპოზიცია.

მესამე არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები, რაზედაც დათანხმება შეუძლებელია, რადგან არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში არ არსებობს.

ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არის ექვსი პუნქტი. ექვსიდან ხუთ პუნქტზე მიდის მოლაპარაკებები. მეექვსე არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაზედაც დათანხმება არის შეუძლებელი,“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

გიგი უგულავა: ამ ეტაპზე პლებისციტზე საუბარი ნაადრევია

„არავითარი პლებისციტი, შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ“ - ინაშვილი

„პრინციპები, რისთვისაც ვიბრძოდით, უცვლელია - პოლიტპატიმრები გარეთ და არავითარი პლებისციტი“ - ნათელაშვილი

„პლებისციტის ახსნაც დეტალურად მოხდა“ - ბოკერია ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე

„სამართლებრივი საფუძვლების ძებნა ერთგვარ პლებისციტში შესაძლოა განხილული იქნეს“ - გია ვოლსკი