მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოთარ ანგურიძე: უდავოა, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას მაღალი ორგანიზებულობით შეხვდა, რაც ძალიან კარგ შედეგშიც აისახა და საქართველო წარმატებული მართვის მაგალითად აქცია მსოფლიო რუკაზე

ექსპერტი ოთარ ანგურიძე საქსტატის მონაცემებზე

პანდემიის მართვის კარგი მოდელითა და შეზღუდვების სწრაფი გახსნით, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, სწრაფადვე მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში,- ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს და პრემიერ-მინისტრის მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წარდგენილ ანგარიშს ეხმიანება.

ანგურიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას მაღალი ორგანიზებულობით შეხვდა, რამაც საქართველო წარმატებული მართვის მაგალითად აქცია მსოფლიო რუკაზე.

„სრულდება COVID 19-თან ბრძოლა საქართველოში. კორონა მარცხდება. 29 მაისიდან უკვე მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, ხოლო 8 ივნისიდან პრაქტიკულად ყველაფერი განაახლებს ჩვეულ მუშაობას. და ქვეყანა დაჩქარებული ტემპით შეუდგება მზადებას უცხოელი ტურისტების უსაფრთხოდ მისაღებად.

უდავოა, რომ ამ სამი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პანდემიას მაღალი ორგანიზებულობით შეხვდა, რაც ძალიან კარგ შედეგშიც აისახა და საქართველო წარმატებული მართვის მაგალითად აქცია მსოფლიო რუკაზე. იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო იყო გაჩერებული, საქართველოს, პანდემიის მართვის კარგი მოდელითა და შეზღუდვების სწრაფი გახსნით, შესაძლებლობა ეძლევა, ეკონომიკის სწრაფი ამუშავებით სწრაფადვე მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა, რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში“,- წერს ოთარ ანგურიძე