მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოთხშაბათს, საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში იქნება მანქანების მსვლელობა სახელით „დაუპიპინე ბიძინას“ - კაპანაძე

კაპანაძე ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, ევროპულ საქართველოს ექნება სამანქანო მსვლელობა საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში სახელწოდებით „დაუპიპინე ბიძინას“.

„ოთხშაბათს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გვექნება ავტომარშები და ასევე გვექნება ავტოკოლონები, რომლებიც თბილისში ჩამოვლენ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვექნება ავტომანქანების მარში ივანიშვილის ბიზნესცენტრთან კოდური სახელწოდებით „დაუპიპინე ბიძინას“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძეს თქმით, ამით ისინი გამოხატავენ მათ პროტესტს და დამოკიდებულებას ისე, რომ მაქსიმალურად დაიცვან კორონავირუსთან დაკავშირებული მოთხოვნები.