მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ ხალხს რაღაც ახალი უნდა შესთავაზოს

კონფლიქტოლოგი

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ოპოზიციამ საზოგადოებას ახალი სტრატეგია და პრობლემების გადაჭრის ახალი გზები უნდა შესთავაზოს. 

„მათ ვერ მიაღწიეს რიგგარეშე არჩევნებს, ამიტომ მათი მთავარი ამოცანაა, შეინარჩუნონ ერთიანობა და ამ ერთობით სხვა რამ გააკეთონ. მათი ბერკეტი მხოლოდ ხალხია. ხალხი კი აშკარად არ აპირებს გარეთ გამოსვლას.

ისინი თუ გარეთ გამოვლენ, ეს შესაძლოა იყოს სოციალური მიზეზებით და არა რიგგარეშე არჩევნებისთვის. ამიტომ ოპოზიციამ ხალხს რაღაც ახალი უნდა შესთავაზოს და ეს ახალი არ ჩანს. მარტო ივანიშვილი ცუდია და „ოცნება“ ცუდია, ეს საკმარისი არ არის“, - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადარჩენის ერთადერთი გზაა.

👉 შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

👉 მათი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად მიჩნევის საკითხზე უნდა შეთანხმდეს, რასაც დანარჩენი პარტიები არ იზიარებენ.