მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაპუაშვილი: იმედია, „გირჩი“ არა მხოლოდ დერეფნებში ივლის, არამედ იმუშავებს კომიტეტებში

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი შალვა პაპუაშვილი - Pia.ge

„გამიკვირდა, დღეს „გირჩმა“ რომ თქვა, შევალთ პარლამენტში, მაგრამ კომიტეტების მუშაობაში არ მივიღებთ მონაწილეობასო. თუ არ ვცდები, ბატონ ვახტანგს აქვს სურვილი, იყოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში“,- ეს განცხადება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში გააკეთა.

პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „გირჩი“ საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვება. მან კონსტრუქციული უწოდა ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე თანხმობას განაცხადებს.

„იმედი მაქვს, „გირჩი“ შემოვა და არა მხოლოდ დერეფნებში ივლის, არამედ იმუშავებს კომიტეტებში. ვარწმუნებ მათ, რომ ნებისმიერი იდეა, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მიღებული, აისახება პოლიტიკაში.

კონსტრუქციულია ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტს დაეთანხმება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „გირჩი“ ორშაბათიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა დღეს განაცხადა.

აგრეთვე იხილეთ:

📌„დერეფანში რომ შემხვდებიან, ხომ ყველაფერზე დაველაპარაკები“ - იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებაზე“