მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 22 თებერვალს უყრის კენჭს

პარლამენტის სხდომა

პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 22 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. უკვე ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. 

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას აპირებენ აგრეთვე პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრებიც, ხოლო პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას უარყოფითად აფასებენ.

პლენარულ სხდომამდე, 20-21 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტებში მოუსმენენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა. თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა