მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას იწყებს

პარლამენტის ცარიელი დარბაზი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა იწყება.

პარლამენტის წევრები დღეს ორი კონკრეტული დეპუტატის ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილის განცხადებებს განიხილავენ.

ხვალ კი უმრავლესობის წევრები უკვე დანარჩენი 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ.

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, „ქართულ ოცნებას“ მანდატების გაუქმების შესახებ მათი განცხადებები აქამდეც უნდა დაეკმაყოფილებინა. ამის შემდეგ კი პარლამენტის ლეგიტიმაციას სერიოზული რისკი შეექმნება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს საკანონმდებლო ორგანოში 2 თებერვალს უყრიან კენჭს.