მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტი საქმიანობას საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გააგრძელებს

საკანონმდებლო ორგანო

პარლამენტში საგანგებო სესია დასრულდა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას საგაზაფხულო სესიის ფარგლებში რეგულარულ რეჟიმში გააგრძელებს.

"დღევანდელი სხდომის დასრულებით ჩვენ ასევე ვამთავრებთ პარლამენტის საგანგებო სესიას. პარლამენტი გააგრძელებს საქმიანობას საგაზაფხულო სესიის ფარგლებში რეგულარულ რეჟიმში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ხვალ უქმდება. პარლამენტმა პანდემიის პირობებში 2020 წლის 15 ივლისამდე საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

27 მაისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მივა და კანონმდებლების წინაშე კოვიდინფექციასთან დაკავშირებულ ანგარიშს წარადგენს.