მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტის შენობიდან უფრო მარტივი გვგონია „ქართული ოცნების“ შეწუხება“ - იაგო ხვიჩია

გირჩის თავმჯდომარე

„გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის წევრები საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყებას არ აპირებენ, რადგან ეს ოპოზიციის ერთობლივი შეთანხმებით უნდა მოხდეს.

„საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყებას ჯერ არ ვაპირებთ, რადგან ეს საერთო ოპოზიციური შეთანხმების საკითხია. „გირჩის“ გეგმის შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შევდივართ, თუმცა ცხადია, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას არც საკანონმდებლო საქმიანობაში , არ ვიღებთ არც ხელფასებს, არც პრემიებს და არც საბიუჯეტო პარტიულ დაფინანსებას, განსხვავებით ჩვენი კოლეგებისგან“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, პარტიის წევრები პარლამენტში შეეცდებიან მმართველ გუნდი „გირჩის“ მოთხოვნების შესრულებაზე დაითანხმონ.

„პირველ დღეს, ცხადია, ოფიციალურად შესახვედრად არავისთან მივდივართ. დერეფანში ვისაც გავიცნობთ და ხელს ჩამოვართმევთ, დაველაპარაკებით, მაგრამ დღეს მაგისთვის არ მივდივართ, რომ „ქართულ ოცნებას“ შევხვდეთ. პარლამენტის შენობიდან უფრო მარტივი გვგონია „ქართული ოცნების“ შეწუხება იმისთვის, რომ რომელიმე საკითხზე მოუნდეთ ხელის განძრევა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ წარმომადგენლები პარლამენტში დღის მეორე ნახევარში მივლენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„გირჩმა“ პარლამენტში შესვლის 7 პირობა დაასახელა

„იმედი მაქვს მოლაპარაკებები ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები“ - მეგრელიშვილი

„დერეფანში რომ შემხვდებიან, ხომ ყველაფერზე დაველაპარაკები“ - იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებაზე“