მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტის წინ არ გაჩერდნენ დიდხანს, სადაც სივრცეს ვერ ავსებენ და მათი სიმცირე კარგად ჩანს“ - ნიკოლოზ მჭედლიშვილი ოპოზიციის აქციაზე

ექსპერტი მჭედლიშვილი საქსტატის მონაცემებზე

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი კანცელარიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები მართავენ.

მჭედლიშვილის თქმით, აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობა შეინიშნება:

„კახეთში, და აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგადად, პანაშვიდებზე უფრო ნაკლები ხალხი დადის, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ესეთია ტრადიციები ჩვენს ქვეყანაში... ხოდა, ოპოზიციის დღევანდელი აქცია არ მინდა დავაკნინო და ვიტყვი, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დასავლეთ საქართველოს დიდი პანაშვიდის ოდენობის ხალხი მივიდა. თუმცა, ვამჩნევ, რომ ოპოზიციას ამისიც რცხვენია უკვე, პარლამენტის წინ არ გაჩერდნენ დიდხანს, სადაც სივრცეს ვერ ავსებენ და მათი სიმცირე კარგად ჩანს, ხოდა დაიძრნენ კანცელარიის წინ მდებარე პატარა მოედნისკენ. აქ, ამ სივცრეს კი კახური პანაშვიდიც კი შეავსებს!“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ფილარმონიიდან კანცელარიისკენ გადაინაცვლეს. მათი თქმით, აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

რას გეგმავს ოპოზიცია?