მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტის შენობა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილების თანახმად, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელი იქნება სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას;

დაუშვებელი იქნება საარჩევნო უბანში ან უბნიდან 25 მეტრის რადიუსში, პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. 

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციის მიზნით, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო სკოლების პედაგოგებს, აგრეთვე, სსიპ-ების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა) და საჯარო დაწესებულებების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს.

არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეეზღუდებათ განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსება; 

მეორე ტური გაიმართება არჩევნებიდან მე-3 შაბათ დღეს. ცვლილება ითვალისწინებს ასევე გენდერული კვოტების შემოღებას.

დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. ზუსტდება, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა სუბიექტის რეკლამირების აკრძალვის შესახებ ჩანაწერში იგულისხმება მხოლოდ პოზიტიური რეკლამა;

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.