მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა „სითი პარკის“ ჯარიმებისგან გათავისუფლებაზე კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტის შენობა

პარლამენტმა მოქალაქეების „სითი პარკის“ ჯარიმებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის ინიციატორი იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია.

მისი განცხადებით, ამნისტია ეხებათ იმ ადამიანებს რომლებსაც ამ დრომდე ჯარიმა და საურავი არ გადაუხდიათ.

„ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი ამ გადაწყვეტილებით, ამ კანონის პროექტით აღნიშნული დავალიანების მქონე მოქალაქეები ამ ცვლილებების საფუძველზე გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავის და აღსრულების ხარჯებისაგან“,- აცხადებს ზაზა გაბუნია.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული სახდელების (ჯარიმებისა და საურავების) ჯამური თანხა დაახლოებით 850 000 ლარია.