მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა უფრაქციო დეპუტატებთან დაკავშირებული რეგლამენტის ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. 

კანონპროექტის მიხედვით, საპარლამენტო თანამდებობის დაკავების უფლება ექნებათ უფრაქციო დეპუტატებსაც. ასევე, იცვლება საპარლამენტო პროცედურებში უფრაქციო დეპუტატების მონაწილეობის წესი.

რეგლამენტის ცვლილებას მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო დეპუტატების ჯგუფს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენის უფლება ეძლევათ. მათ ასევე შეეძლებათ კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურა წარადგინონ.

ამასთანავე, უფრაქციო დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, პოლიტიკურ დებატებში ჩაერთონ ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში.

👉 ინფორმაციისთვის, აღნიშნული გამონაკლისები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტს შეეხება.