მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

პარლამენტის შენობა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუნდის პოზიციაა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს მათი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრებისთვის უკეთესი იქნება.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა პარლამენტის წევრებმა 27 იანვარს დაიწყეს.

👉 საკანონმდებლო ორგანოში საკითხს კენჭს 2 თებერვალს უყრიან.