მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტში დღეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

საკანონმდებლო ორგანო

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მსჯელობას პარლამენტი დღეს გააგრძელებს. კანონპროექტს ჯერ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც მას მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

განხილვის მთავარ საგანს დროებითი მმართველის ინსტიტუტი წარმოადგენს, რომლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მარეგულირებელი კომისია, გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებილი თუ გაფრთხილება და სამი სანქცია კომპანიის მიერ დარღვევების გამოსასწორებლად საკმარისი არ იქნება.

„ევროპული საქართველოსა“ და „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციების წევრები დროებითი მმართველის ინსტიტუტის შემოღებას კრიტიკულად აფასებენ და ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით 15 ივლისს დაამტკიცა.