მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტში დღეს საარჩევნო მოდელზე პროექტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს

პარლამენტის სასესიო დარბაზი

პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭსაც უყრიან.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა.

თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

შეგახსენებთ, გასულ წელს სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო. პირველი მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი 21 ივნისს დაუჭირა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.