მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტში პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის სასესიო დარბაზი

საქართველოს პარლამენტში კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამინისტროების, საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ამოცანის უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. შეხვედრას დაესწრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო პროცესში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებსა და ეპიდ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს. 

პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვმია, რომ შეხვედრაზე იმსჯელეს კარანტინის ზონებში, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების ზომების დაცვისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოვალეობების შესახებ.

 არჩევნების გამართვის შესახებ საბოლოოო პირობები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.