მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტში შეიძლება კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ“ - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2020

„ჩვენი და „მოქალაქეების“ პოზიცია საარჩევნო რეფორმაზე იმდენად დაახლოებულია, შესაძლოა, პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტია „მოქალაქეების“ წევრებთან, ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი ან მიახლოებული ვერსია არ განიხილება.

„პოზიციები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იმდენად დაახლოებულია, რომ ვფიქრობ შესაძლოა შეთანხმების საგანი გახდეს და დასრულდეს პოზიტიური შედეგით.

რა თქმა უნდა ვგულისხმობ, რომ პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. შემიძლია გითხრათ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება.

ეს არის პირველ რიგში, ბარიერის დაწევის საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის უფრო დაზუსტებული რეგულაციები საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით.

ეს არის ახალი ტექნოლოგიების შემოტანა საარჩევნო პროცესში, როგორიც არის მაგალითად ელექტრონული მთვლელების გამოყენება და თითის ანაბეჭდებით რეგისტრაცია.

სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ეხება რა თქმა უნდა ცესკო-ს დაკომპლექტების წესს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტში მონაწილეობს პროცესში და პარლამენტში შესულია, იყოს იქ წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია, რიგგარეშე არჩევნები ან მასთან მიახლოებული რაიმე ვერსია ჩვენი მხრიდან არ განიხილება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკანონმდებლო ორგანოში ალეკო ელისაშვილი თანაგუნდელთან ლევან იოსელიანთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით პროგრესია“ - ელისაშვილი თალაკვაძესთან შეხვედრაზე