მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტში შესვლა დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა, სხვა რაღაც მგონია და ჯაფარიძემ უნდა დააზუსტოს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი

როგორც  „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, პარტიაში დაპირისპირების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი არ ყოფილა.

„მთავარი, რაც მე მაწუხებს არის, რომ სწრაფად გაირკვეს პრობლემა და ოთხივემ გავაგრძელოთ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა.

ჩემი პასუხი არის ის, რომ ზუსტად გავიგო რაში მდგომარეობს ამ წინადადების შინაარსი. მე მინდა, თითოეული პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ პარტიაში. არასოდეს არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე.

რეალურად, სხვა მიზეზი მგონია და ეს უნდა დააზუსტოს ჯაფარიძემ. ეს ჩვენი დაპირისპირება არ ეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას. მე უამრავი კითხვა მაქვს, ჩვენ წლების განმავლობაში ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ეს საჯარო პოზიციონირებას არ ეხება. ის დისტანცირებას ცდილობდა ყოველთვის? კი, შესაძლოა, ასეც იყო“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, დღეს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომ მისი, იაგოს, სანდროს და ვახოს გზები გაიყო.

პარტიის ლიდერის განცხადება იხილეთ ბმულზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📌 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

📌 სანდრო რაქვიაშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ულტიმატუმები წაგვიყენა, მიზეზი არავინ იცის