მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტში თეა წულუკიანი ნინო იობაშვილმა ჩაანაცვლა

პარლამენტის წევრი ნინო იობაშვილი

პარლამენტში თეა წულუკიანის ადგილმონაცვლე ნინო იობაშვილი იქნება. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ პარლამენტის წევრმა თეა წულუკიანმა გადაინაცვლა მთავრობაში. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მის ადგილმონაცვლედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმოგვიდგინა შესაბამისი საბუთებით ნინო იობაშვილი.

ამასთან დაკავშირებით იმსჯელა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილ იქნას ნინო იობაშვილი პარლამენტის წევრად“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, წულუკიანის ადგილი საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მან აღმასრულებელ ხელისუფლებაში კულტურის მინისტრად გადაინაცვლა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ თეა წულუკიანი: შეტევა დასავლურ ინსტიტუტებზე სააკაშვილის სტილია, მაგრამ რასაც თავად ვერ ახმოვანებს, როგორც ჩანს, ავალებს და ხმოვანდება