პოლიტიკა

პატივი ეცით ამომრჩეველს და იპოვეთ საჭირო კომპრომისი - ევროპარლამენტარები 

ევროპარლამენტის დროშა და
შენობა
1606151954
დაკოპირებულია

ოთხი ევროპარლამენტარი საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, პატივი სცენ ამომრჩევლის არჩევანს, იპოვონ საჭირო კომპრომისი, კერძოდ ახალი დიალოგის გზით.

„კიდევ ერთხელ გვინდა, მივულოცოთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან მოკავშირეს, რომელმაც ამ არჩევნების ორგანიზება გამოწვევებით აღსავსე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში შეძლო.

მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელეისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებას და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ პირველი რაუნდის შედეგად გამოქვეყნებულ გამოხმაურებას.

მეორე რაუნდის შემდეგ, ჩვენ ველოდებით ყველა საფუძვლიანი აპელაციისა და საჩივრის სამართლიან, გამჭვირვალე და დეტალურ განხილვას.როგორც მანამდე ვთქვით, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რათა შეგვეფასებინა საქართველოს მთავრობის და ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულება, დაუჭიროს მხარი დემოკრატიულ პროცესებს და კანონის უზენაესობას“,- აცხადებენ ევროპარლამენტარები.

მათი თქმით, დასაფასებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა.

„ამან გზა გაუხსნა უფრო პლურალისტულ პარლამენტს. თუმცა, ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციის კანდიდატები არ იბრძოდნენ ადგილებისთვის მეორე ტურში. ჩვენ ვითხოვთ, დარჩენილი ხარვეზები იყოს აღმოფხვრილი ახალი საარჩევნო რეფორმის გზით, რომელიც გადაჭრის ეუთო/ოდირის დაყოვნებულ რეკომენდაციებს და ეს მოხდება პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის აქტიური ჩართულობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, ევროპარლამენტი მზად არის, დამატებითი მხარდაჭერისთვის, მათ შორის საპარლამენტო საარჩევნო დიალოგისა და საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის შუამავლობის გზით, რისი მიზანიც იქნება შემდეგი არჩევნებისთვის კანონმდებლობის დახვეწა.

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ საჭირო კომპრომისი, კერძოდ ახალი დიალოგის გზით, რომლის ფასილიტატორები ერთობლივად არიან ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები საქართველოში, რათა უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის შეუფერეხებელი ფუნქციონირება, რადგან ის არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილნი, უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და თან გაითვალისწინონ საქართველოს მიერ არჩეული ევროპული გზის უმთავრესი ინტერესი“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მოსახვედრად, 1%-იანი ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა. უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობს. მათ, საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს და ხელახალი არჩევნები მოითხოვეს. არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔴 ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციისთვის ქუჩაში დარჩენა წამგებიანი იქნება

🔴 ზაალ უდუმაშვილი: ახლა ხელისუფლებისგან ველოდებით გარკვეულ წინადადებებს

🔴 ევროკავშირის წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ მათთვის მინიჭებული მანდატები

ბავშვის დაკავება რუსეთში

რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

1611403946

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე იღებს სერიოზულ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მისი თქმით თუ მმართველი პარტია კომპრომისზე არ წავა, ცხელი გაზაფხულია მოსალოდნელი. მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

1611403243

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა.

1611403075

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

1611401704
„ქართული ოცნების“
წარმომადგენელი მამუკა
მდინარაძე - Pia.ge

„ქართულ ოცნებაში“ პარტიის სამდივნოს შემადგენლ...

დღეს,  23  იანვარს „ქართული ოცნების“ პოლიტ საბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის მმართველი ორგანო  მიმდინარე მოვლენებზე დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა.

1611393232
შოთა ბურჯანაძე: ბიზნესი შეზღუდვების გახა...

შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა  რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე და აცხადებს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური...

წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს

ნავალნის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეთა...

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია რუსეთის 93 ქალაქში იმართება. ამის შესახებ Meduza იუწყება.