პოლიტიკა

პერევში სოციალურად დაუცველებს საკვები პროდუქტი გადასცეს

ციხელაშვილი დახმარება
22:09 25.05
დაკოპირებულია

სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან სოფელ პერევში ჩავიდა. ქეთევან ციხელაშვილი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად სოფელ პერევში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა. მინისტრმა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფლების ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ. დახმარების აქცია კომპანია Duty Free Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ქეთევან ციხელაშვილი და ზვიად შალამბერიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად ოჯახების საჭიროებასაც გაეცნენ. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საბოლოო ჯამში კამპანია გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფელს მოიცავს. 

„დღეს სოფელ პერევში 71 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავეცით ჰუმანიტარული დახმარება კერძო ბიზნესის მხარდაჭერით. აქ ყოფნით ასევე გვინდოდა მხარდაჭერა გამოგვეხატა იმ მოსახლეობის მიმართ, რომელსაც ყოველდღე მავთულხლართების და ოკუპაციის პირისპირ უწევს ცხოვრება. პერევი ერთ-ერთი ესეთი სოფელია იმ 100-ზე მეტ სოფელთაგან, რომელიც დღეს გაყოფილია საქართველოში სხვადასხვა ტიპის ბარიკადით, მავთულხლართით. მიხარია, რომ აქ არიან მრავალშვილიანი ოჯახებიც, აქ არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც მიუხედავად გამოწვევებისა, არ ტოვებენ საკუთარ სოფელს. ეს დახმარება გაგრძელდება, მთელი საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე გვაქვს ეს კამპანია, რომ გვერდით დავუდგეთ COVID-19-თან გამკლავების პერიოდში ამ ოჯახებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ COVID-19-ის შემდგომ ეტაპზეც, როდესაც ჩვენ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს ეკონომიკური გახსნის, სოფლის მეურნეობის პროგრამების განახლების მიმართულებით, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ სწორედ ამ სოფლებმა, მათ ნამდვილად სჭირდებათ დამატებითი შემოსავლის წყაროები.

მუსულმანი ქალი აია-სოფიას მიმდებარე ტერიტორიაზე ხელებაღმართული დგას.

ერდოღანი აია-სოფიას გადაწყვეტილებაზე შეშ...

„სხვა ქვეყნების მოსაზრებები ვერ მოახდენს გავლენას სტამბოლში აია-სოფიას მუზეუმისთ...
კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ი...
16:36
ტურიზმის სექტორისთვის კოვიდ-19 დაკავშირებული რეგულაციების ადაპტაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინ...
16:25
„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი...
15:44
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის ს...
15:26
ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო ცენტრი გაიხსნა ასპინძაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალ...
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალ...
პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-4 ეტაპის...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენ...
11:17
ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან 3 იმპორტი...
დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციურ...
აფრიკაში 51 ქართველი მეზღვაური გაემგზავრ...
51 ქართველი მეზღვაური ტოგოში, ქალაქ ლომეში გაემგზავრა, სადაც ისინი სხვადასხვა გე...