მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფილიპ რიკერი: აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი.

ბატონი რიკერი იხსენებს საქართველოში ყოფნისას საოკუპაციო ხაზთან ვიზიტს და რუსეთის ოკუპაციის შედეგად გაყოფილ ქართულ სოფლებსა და ოჯახებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშოროსო სამართლით დადგენილი საზღვრების ფარგლებში მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ერთიან ღირებულებებზე, თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე, არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორიც დღეს. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში. ახლა კი ჩვენ ერთად ვებრძვით კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას. აშშ-ის მთავრობამ 2.7 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის ვალდებულება აიღო ახალი საგანგებო ჯანდაცვის დახმარების ფონდის ფარგლებში საქართველოს მიერ გატარებული ზომების მხარდასაჭერად, და იმ ადამიანებისა თუ ჯგუფების დასახმარებლად ვინც დიდი რისკის ქვეშ იმყოფება.

ჩვენ ვამაყობთ თბილისში რიჩარდ ლუგარის ცენტრთან ხანგრძლივი თანამშრომლობით, რომელმაც ეგზომ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა პანდემიასთან საქართველოს ბრძოლაში. მე სიამოვნებით ველი საქართველოსთან ჩვენი მუშაობის გაგრძელებას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად, რაც საქართველოს მიმდინარე დემოკრატიული და საკანონმდებლო რეფორმების მხარდამჭერია, და კიდევ უფრო გააფართოვებს ეკონომიკურ და ხალხთაშორის კავშირებს. გილოცავთ მთელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!",- აცხადებს ფილიპ რიკერი.