მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფორინ პოლისი“: გაკვეთილები საქართველოდან, ტაივანიდან, კანადიდან, სამხრეთ კორეიდან, ისლანდიიდან გვაჩვენებს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია

ამერიკული გამოცემა საქართველოს წარმატებულ ნაბუჯებზე კორონავირუსთან ბრძოლაში

„ქვეყნები, რომლებიც წარმატებით აკონტროლებენ ვირუსის გავრცელებას“, - ამ ქვეყნების შესახებ საუბარია სტატიაში, რომელსაც ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებმაც წარმატებით ართმევენ თავს კორონავირუსთან ბრძოლას. ტაივანის, სამხრეთ კორეის, კანადის გვერდით მოხსენიებულია საქართველოც.

ჟურნალისტმა ეიმი მაკკინონი, განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველომ დროულად მოახდინა რეაგირება.

„ქვეყნის სიმცირისა და ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები, მათ შორის დაიხურა სკოლები და ჩატარდა მასშტაბური დიაგნოსტიკური ტესტირება“, - წერს სტატიის ავტორი და იქვე აზუსტებს, რომ ამჟამად საქართველოში სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებელია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საქართველოს ჯერ არ აქვს სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

წყარო