მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფორმა კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ პროტესტის შინაარსი აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი 23 იანვარს, ბათუმში მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა.

გია ხუხაშვილის თქმით, მისთვის, ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც პროტესტის მიუღებელი ფორმის გამო შინაარსშიც იწყებს ამ სუბიექტის გამართლებას.

„ჩემის აზრით, ფორმა არის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ პროტესტის შინაარსი არის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური.

როდესაც ადამიანმა მანდატი მოიპოვა იმ ხალხის ხმებით, რომელთათვისაც მისი საქციელი კატეგორიულად მიუღებულია, ის მათი მხრიდან დაგმობას იმსახურებს.

ამ ადამიანს მინიმალური ღირსება რომ ჰქონოდა, თუ განსხვავებული აზრი ჩამოუყალიბდა, უბრალოდ უნდა დაეტოვებინა მანდატი, რომელიც ახლა მოპარული აქვს.
ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც პროტესტის მიუღებელი ფორმის გამო შინაარსშიც იწყებს ამ სუბიექტის გამართლებას.

ამ ლოგიკით შენდება მანკიერი სისტემა. ამ ლოგიკით გვყვანან დღეს მურუსიძე და მისი ძმები სამუდამო მართლმსაჯულების მედროშეებად.

„რაც არ უნდა ნაძირალა იყო, თუ მიშას შეაგინებ, უკვე ჩვენიანი ხარ...” რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის „ნაც. მოძრაობის“ დღევანდელი წარმომადგენელი, უფრო მეტად აუტანელია ადამიანი, რომელიც მათ ხარჯზე ხელისუფლებაში მოიკალათებს.

ასეთი ადამიანები ურნის გარეშეც ნაგავთან ასოცირდებიან, რომლითაც გაივსო ხელისუფლება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.