მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფრიდონ ინჯია: დიალოგისთვის შესაფერისი ადგილი პარლამენტია

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია

იმედს ვიტოვებ, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან, იმიტომ რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგისთვის შესაფერისი ადგილი პარლამენტია.

„იმედს ვიტოვებ, რომ დანარჩენებიც ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან, რადგან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. ეს ადგილი მართლაც რომ დიალოგის ადგილია.

ჩვენ შევუერთდით იმ მემორანდუმს, რომელსაც ხელი მოეწერა „ქართულ ოცნებსა“ და მოქალაქეებს შორის. არის ბევრი საკითხი, რასაც მომავალში ერთად განვიხილავთ.

„ევროპელი სოციალისტების“ სახელით, ჩვენმა საპარლამენტო ჯგუფმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ოპოზიციოიური პარტიების მადანტების გაუქმებას, ახლაც ვუერთდებით ამას და პრინციპულ საკითხს ასე დავიცავთ“, - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან თავს შეიკავებს.

ინფორმაციისთვის, დღეს საგაზაფხულო სესიის სხდომა გაიხსნა. პარტია „მოქალაქეების“ წევრებმა საპარლამენტო საქმიანობა დაიწყეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ 593 58 40 52 ეს არის ჩემი ნომერი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვუპასუხებ როგორც დეპუტატი“

✔️ „თავშეკავებით მათ კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ“