მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფრიდონ ინჯია: „მოქალაქეთა კავშირმა“ იცვალა სახელი და „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია

პარტია ევროპელი სოციალისტების ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობით კმაყოფილი არ არის და განცხადებები რაც მოისმინა მისი აზრით მცდარია.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე ზოგიერთი წევრის გამოსვლა იყო ნაციონალური მოძრაობის გუნდისა და მისი დანაყოფების გამოსვლებისა და განცხადებების ტყუპისცალი.

მაგალითისთვის, როცა ისინი საუბრობენ და აფასებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ყველაზე ცუდ არჩევნებს, მათ არ უნახავთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „მოქალაქეთა კავშირი“ თავის დროზე, რომელმაც დღეს იცვალა სახელი და გახდა „ნაციონალური მოძრაობა“.

როგორც მაშინ, დღესაც, ამ მოძრაობას მართავს და ხელმძღვანელობს შევარდნაძის დროინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი.“

ინფორმაციისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მუშაობას აგრძელებს. დღევანდელი სესიის დღის წესრიგის საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება წარმოადგენდა, რომელზეც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მოგებულ დავაზე ინფორმაციები წარმოადგინეს და რუსეთის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.