მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფრიდონ ინჯიამ შს მინისტრს მაგისტრალებზე დასაშვები სიჩქარის 130კმ/სთ-მდე გაზრდის ინიციატივით მიმართა

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია

„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მაგისტრალებზე სიჩქარის ზედა ზღვრის გაზრდის ინიციატივით მიმართა. 

აღნიშნული ინიციატივა მან პარლამენტის სხდომაზე კითხვის ფორმატში გააჟღერა, სადაც დეპუტატები ვახტანგ გომელაურს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„საცობებმა წაიღო საქართველო და პრაქტიკულად, არ ჩანს გამოსავალი, ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით, ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, იქ, სადაც შეიძლება, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ის, შეზღუდვა, რომელიც 110 კმ/სთ-ია, „კომენდანტის საათის“ არსებობის პერიოდში, 130 კმ/სთ-მდე გაიზარდოს“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ მძღოლები „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე დანიშნულების ადგილამდე მისვლას ვერ ასწრებენ.