მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პიკეტირება სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯებია“ - სოზარ სუბარი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პიკეტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან გადადგმული სასოწარკვეთილი ნაბიჯია. 

სუბარი ოპოზიციას ურჩევს შემდეგი არჩევნებისთვის უფრო მეტი იმუშაონ იმისთვის, რომ უფრო ბევრი ხმა მიიღონ.

„პიკეტირება არის სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯები და რატომ იგდებენ თავს სასოწარკვეთილებაში ვერ ვხვდები, იმიტომ, რომ ხალხმა ხმა მისცა და თან საკმაოდ ბევრი, 60 ადამიანი ჰყავთ შეყვანილი, შებრძანდნენ პარლამენტში და იმუშაონ.

იმუშაონ თან ისე, რომ მომდევნო არჩევნებზე უფრო მეტი ხმა აიღონ. იქ სადაც კანონს დაარღვევენ, მათ ამის საშუალება არ მიეცემათ“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

ინფორმაციისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს.

ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 10-მდე კარავი გაშალეს.

აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

ოპოზიციის გეგმები:

2 მარტს - პარლამენტის შენობის პიკეტირება

5 მარტს - კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს - აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს - აქცია სასამართლოსთან

13 მარტს - მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

იხილეთ აგრეთვე:

🔴 აქციის მონაწილეები კარავს გზის სავალ ნაწილზე შლიან

🔴 „30 თუ 40 ათასი ლარის გამო ქვეყანა დაანგრიეს, ღირდა ამად?“ - ეკა ბესელია