მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება - ბექა ოდიშარია

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინგრიდ ლევრენცე Pia.ge

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ, ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ბექა ოდიშარია ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს.

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ელჩი მიესალმა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტს სხვა პოლიტიკური აქტორებიც მალე შეუერთდებიან:

„დღეს, როგორც ლატვია-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა,
პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ინგრიდ ლევრენცეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და მათ შორის, პირადად მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების არსი.

ელჩი მიესალმა მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას, ხაზგასმით გამოთქვა კმაყოფილება, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მიულოცა პროგრესი და გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს მალე სხვა პოლიტიკური აქტორებიც შემოუერთდებიან,“ - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.