მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება

ჰოლანდია პირბადეებს ჩინეთს უკან უბრუნებს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების განხორცილების შემდეგ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება.

ცვლილებათა პროექტის მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის კი 500 ლარით იურიდიული პირი დაჯარიმდება.

კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას მგზავრი და მძღოლი ვალდებულია, ატაროს პირბადე. თუ მგზავრი არ ატარებს პირბადეს, ის დაჯარიმდება 50 ლარით. 50 ლარით დაჯარიმდება ასევე მძღოლიც, თუ ის არ ატარებს პირბადეს.