მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პლებისციტის ახსნაც დეტალურად მოხდა“ - ბოკერია ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე

ბოკერია მთავრობის ადმინისტრაციაში

„ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური დემოკრატიული სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან იმის მოსმენა თუ რა ხდება ქვეყანაში. 

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებულ შტატებთან ერთად არის ევროკავშირი და ამ რანგის თანამდებობის პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოპოზიციური დემოკრატიული სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან მოსმენა პატარა ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი გზავნილის, რომ კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური დევნა შეწყდება და მივალთ ვადამდელ თავისუფალ არჩევნებამდე.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მას მოესმინა როგორც დეტალები ისე არგუმენტები ჩვენი მხრიდან. დიდი ხანია საჯაროდ ცნობილი არ არის, მაგრამ პლებისციტის ახსნაც დეტალურად მოხდა. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით დაყენებული საკითხი თავის დროზეც კი, რა თქმა უნდა ამას მხარს ვუჭერთ როგორც კომპრომისს“, - აღნიშნა ბოკერიამ.

შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია. ის თბილისს 2 მარტს დატოვებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ქართულ ოცნებას“ ილუზია თუ აქვს, რომ ბატონი მიშელი ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ქვეყანაში, ეს ასე არ არის“ - სამადაშვილი