მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლარიზაცია აზიანებს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“ - კალაძე

კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ის მოწოდებები და განცხადებები, რაც დასავლელი მეგობრების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერდა. 

კალაძის თქმით, ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა.

კალაძე ამბობს, რომ პოლიტიკური დისკუსია და საუბრის დაწყება მნიშვნელოვანია, თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი იმისა, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება.

ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ უნდა მოვახერხოთ გარკვეულწილად ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება, პოლიტიკური დისკუსია, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია.

ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისი არის აუცილებელი, თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „პოლიტპატიმრები მელია და რურუა უნდა გამოუშვან“ - გიგა ბოკერია

🔴 „მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის მელია და გიორგი რურუა“- რიში, შაჰინი, კინზინგერი და ჯერი კონოლი განცხადებას ავრცელებენ

🔴 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავების გამო