მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიტიკა და ეკონომიკა, როგორი იქნება საქართველოსთვის 2021 წელი? - რამაზ საყვარელიძის შეფასება

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში 2021 წელს მოსალოდნელ შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. 

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საქართველომ მაინც მოახერხა პანდემიის მეორე ტალღაშიც ყოფილიყო სხვა ქვეყნებზე უკეთეს მდგომარეობაში.

საყვარელიძის თქმით, საინტერესო იქნება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლიტიკა და შესაბამისად, ის პარტნიორული ამოცანები, რომლის წინაშეც საქართველო დადგება.

„2021 წლისთვის ეკონომიკა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, საქართველომ მაინც მოახერხა მეორე ტალღაშიც კი ყოფილიყო სხვა ქვეყნებზე უკეთეს მდგომარეობაში. ამან შეიძლება ეკონომიკაში საკვანძო როლი ითამაშოს, რადგან უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მომავალ ინვესტიციებში იმას, არის თუ არა ქვეყანა მეტ-ნაკლებად მდგრადი პანდემიის წინაშე.

სავარაუდოდ, რომ ამ მხრივ განვლილი პერიოდი გამოგვადგება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამავე დროს, მსოფლიოში იწყება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან სერიოზული პროცესი. კერძოდ გააქტიურდა ჩინეთი.

იცით, რომ სატრანზიტო მატარებელმა გაიარა და მიაღწია ჩინეთამდე. ეს ვარიანტი აბრეშუმის გზის აღდგენისა ალბათ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, ისევე როგორც პოლიტიკისთვის.

ამ პროექტს პოლიტიკური მხარეც აქვს, თან ჩვენთვის. რადგან ჩვენი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც აქამდე , ტრამპის ეპოქაში, ძალიან მძაფრად უპირისპირდებოდა ჩინეთს და მოსალოდნელი იყო, რომ დაპირისპირებას მოითხოვდა პარტნიორებისგანაც, რაც ჩვენ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებდა.

ვნახოთ, ახლა როგორი იქნება ბაიდენის პოლიტიკა და შესაბამისად რა პარტნიორული ამოცანები დადგება ჩვენს წინაშე.

რაც შეეხება 2021 წელს მოსალოდნელ შიდა პოლიტიკურ პროცესებს, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ შიდა პოლიტიკური პროცესები დრამატულ სახეს არ მიიღებს.

ამასთან, პოლიტოლოგი ეჭვობს, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა პოლიტიკური შედეგები მოუტანოს იმას, ვინც ცდილობს ეკონომიკური კრიზისით დივიდენდები მიიღოს.

„შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა არ მგონია დრამატული სახე მიიღოს, იმ შემთხვევაშიც თუკი დრამატულობას ეცდება ოპოზიცია. ვიცით, რომ გაზაფხულზე აპირებენ შექმნან გარკვეული თვალსაზრისით რთული მდგომარეობა ქვეყანაში, მაგრამ აქამდე მათ ასეთი პოლიტიკური დაძაბულობის შექმნის უნარი არ აღმოაჩნდა, უფრო სწორედ ხალხის მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ არ აღმოჩნდა საიმისო, რომ ოპოზიციის დაძახილზე ხალხის დიდი ნაწილი დაპირისპირებოდა სახელმწიფოს.

მე მგონი ანალოგიური მდგომარეობა გაგრძელდება მომავალში. მეეჭვება, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა პოლიტიკური შედეგები მოუტანოს იმათ, ვინც ცდილობს ეკონომიკური კრიზისით მიიღოს დივიდენდები“, - დასძინა საყვარელიძემ.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ რამაზ საყვარელიძე: პატარა პარტიებისთვის პარლამენტის გარეთ დარჩენა დამღუპველი იქნება

✔️ კობახიძე ოპოზიციაზე: ნებისმიერ დროს, მომავალ წელსაც შეეძლებათ ბოიკოტის რეჟიმი დატოვონ