პოლიტიკა

პოლიტიკაში ჩემი მოსვლისას უდიდესი რისკები არსებობდა, დაცვას ყოველ დილით ახალ-ახალ ინფორმაციას უყრიდნენ „მეგობრები“, ახლა იმ ხიდს რომ გადაივლით, იქ აგაფეთქებენო - ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი Pia.ge
1610481666
დაკოპირებულია

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკაში მისი მოსვლის დროს უდიდესი რისკები არსებობდა. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში 2011-2012 წლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლით, პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი სიცოცხლე გადადო.

„რისკები იყო უდიდესი. ჩემს დაცვის უფროსს ვეუბნებოდი, შენ შეგიძლია, ჩახვიდე მანქანიდან, გინდა, ფეხით გადავალ ხიდზე, არ მეშინიამეთქი. გამოუცდელი ახალგაზრდები იყვნენ, ყველა დილით ახალ-ახალ ინფორმაციას უყრიდნენ „მეგობრები“, რომ, აი, ახლა იმ ხიდს რომ გადაივლით, იქ აგაფეთქებენ. მოვიდოდა დილით და ვეტყოდი, ნუ გეშინიათ, მე გადავალ პირველიმეთქი. თუმცა, დღეს ამბობენ, რომ ეშინია პასუხისმგებლობის და იმიტომ მიდისო. სადაც გაცლაა საჭირო, მე იქ ვეცლები, მაგრამ ჩვენ გმირულად, რაც მთავარია, გონებით და არა ემოციებით, ყველაფერი დავალაგეთ სწორედ, თუმცა ხიფათი მაინც დიდი იყო, ვინც იცის მათი ხელწერა და მაშინდელი მდგომარეობა. ეს არის მშიშარა ხალხით ჩამოყალიბებული გუნდი. ნახეთ, შიშის ფონზე, რა დღეში ჩააგდეს საზოგადოება. უშიშარი კაცი ასე არ მოექცევა და არ დაჩაგრავს მავანს, არათუ თავის თანამოძმეს. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ქველმოქმედება გამიკეთებია, ყველაზე მეტი აქ გამიკეთებია. ჭარბი, ნაგროვები ფული არ დამიხარჯავს მარტო ჩემი ხალხისთვის (რასაც მე ჭარბ ფულს ვეძახი, ჭარბ ქონებას), არამედ, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი სიცოცხლე გადავდე და, რაც მთავარია, სიცოცხლეც არავის დავაზიანებინე. ამით ვამაყობ სწორედ, რომ ძალიან ღირსეულად ვძლიეთ მოძალადეებს, რომლებიც დღეს საცოდავ დღეში არიან, მაგრამ მაინც ვერ ჩერდებიან, მეტი არაფერი იციან, რეალური ნიღაბი მოიხსნეს მთლიანად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

👉 ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“ - ივანიშვილი

👉 ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გამიკეთებია, არის პოლიტიკაში მოსვლა - ბიძინა ივანიშვილი

👉 უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა - ბიძინა ივანიშვილი

👉 თუ ვერ გავაკეთე სწორად, აღარც უნდა მოვბრუნდე - ივანიშვილი

👉 „იძულებით მოვედი, რადგან ეს ქვეყანას სჭირდებოდა“ - ივანიშვილი

აშშ-ის საელჩო
საქართველოში

აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და...

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

1614277833

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.

1614277175

პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.

1614276517

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.

1614275899
ქართული ოცნების ოფისი

მმართველი პარტია ამ წუთებში „ქართული ოცნების“...

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სააპელაციო სასამართლოს განცხადება ნიკა მ...

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ალიევი: სომხები წურბელებივით ჩვენი მიწის...

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხებს აზერბაიჯანული მიწა ჰქონდათ ოკუპირებული და „მის სისხლს წოვდნენ, როგორც წურბელები“. ამის შესახებ ალიევმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ნათესავებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამავე ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.