მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლიტიკაში თუ აპირებს მოსვლას, გახარიამ ჯერ უნდა თქვას, ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს“ - მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნებამდე ბევრ კითხვას უნდა უპასუხოს, უნდა თქვას, მართავს თუ არა ქვეყანას ოლიგარქი, ან ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისის აქციის დარბევის შესახებ. 

მისი თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას მას შემდეგ შეაფასებს, რაც ამ კითხვებზე პასუხს მოისმენს.

„გახარია თუ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, ჯერ უნდა თქვას, ქვეყანას ოლიგარქი მართავს თუ არა. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მისი პირადი მცველია, ვის ექვემდებარება, სუს-ის ხელმძღვანელი ვის ექვემდებარება, ვინ არის ფარცხალაძე და ზოგადად, რა წეს-წყობილება გვაქვს, ოლიგარქიული თუ დემოკრატიული, იმიტომ, რომ ან გვაქვს ევროატლანტიკური მისწრაფებები და დემოკრატია ან ოლიგარქია, ორივე ერთად ვერ თანაცხოვრდება, ვერ მუშაობს.

თუ გამოვიდა გახარია და თქვა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი და ამხელს ბიძინა ივანიშვილს, ეს სხვა საქმეა.

რაც მთავარია, უნდა თქვას, ვინ დათხარა მოქალაქეებს თვალები და გასცა ბრძანება 20 ივნისს, ამ ყველაფერს რომ მოვისმენ, მერე გავაკეთებ შეფასებას“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღისა და ფორმის შესახებ გუნდის წევრებთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ნიკა მელია: შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი

ნიკა მელია: ახალი არჩევნების საკითხის გარეშე, საერთაშორისო პარტნიორების მედიაცია იქნება სიზიფეს შრომა

„ხელისუფლება პოლიტპატიმრებს თუ გაათავისუფლებს, პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადადის“ - ბოკუჩავა