მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლიტიკურ ჯგუფებს „გამთენიამდე სამჯერ ღალატობენ“ - ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის წევრი 2020

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია პარლამენტში შესვლის ხელმოწერის აქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი შედგა.

ბესელია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოვლენის მთავარი ხიბლი ევროკავშირის უპრეცედენტო აქტიურობა, პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიშელის, აშშ-ის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის საოცარ ძალისხმევა იყო.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო პარლამენტში შესვლის ხელმოწერის აქტს.

უდავოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი შედგა და ამ ისტორიად ქცეული მოვლენის მთავარი ხიბლი არის ევროკავშირის უპრეცედენტო აქტიურობა და პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიშელის, აშშ ელჩისა და ევროკავშირის ელჩის საოცარ ძალისხმევა. ეს იყო ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის .
რა გამოვა შედეგად ერთად ვნახავთ, თუმცა, დღეს ბევრი რამ ტოვებს კითხვის ნიშანს

1. არჩევნები რომ გაყალბდა, ეს პარლამენტი რომ ხალხის ნებას არ გამოხატავს - ეს რჩება როგორც მთავარი პრობლემა;

2. პოლიტიკური მართლმსაჯულება ოფიციალურად დაერქვა ქართულ მართლმსაჯულებას და ამას ხელი მოაწერა მმართველმა პარტიამ! დასრულდა ზღაპრები თავისუფალ სასამართლოზე!;

3. პრობლემად და ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება სასამართლო რეფორმა...აი აქ ღიად და გამჭვირვალედ უნდა ვიცოდეთ როდის რა ნაბიჯი გადაიდგმება და იმედია ვისაც გვესმის რა უნდა გაკეთდეს - ამჯერად მაინც მოგვისმენენ!!!

4. პოლიტიკური მართლმსაჯულების ორი საქმის გადაწყვეტა 1 კვირაში ივალდებულეს მხარეებმა - აი მორიგი დილემა;

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის ერთ ერთ გზად ამნისტიის კანონის მიღება არის შემოთავაზებული.
აქ, ამ პროცესში ამნისტიის გავრცელება სხვა პირთა, კერძოდ, სახელმწიფოს სახელით მოქმედი სამართალდამცველების მიმართ - ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, სახელმწიფოს ვალდებულებას დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და უზრუნველყოს მოქალაქეებმა უფლებების დასაცავად მიმართონ სამართლებრივ გზას.

ამდენად ამნისტიის აქტი მმართველმა პარტიამ სათავისოდ კი არ უნდა გამოიყენოს, არამედ სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემის გადასაწყვეტად. ამის მაგალითი იყო 2012 წლის ამნისტია.
ნიკა მელიას გათავისუფლების სხვა გზაც არის, რაც სახალხო დამცველმა გუშინ გაახმოვანა, ვითარების შეცვლის გამო დევნის შეწყვეტა. მოკლედ გზა არის, სურვილია საჭირო და არა ისეთი გამოსავალი, რომელიც დააზიანებს საჯარო ინტერესს.

5. საარჩევნო კოდექსის რეალური ცვლილება - რაც იყო შემოთავაზებული - ეს ვერ აზღვევს გაყალბების მექანიზმს.

6. ძალაუფლების განაწილება 5 კომიტეტის ოპოზიციისთვის გადაცემა. აი ესეც არ იქნება იოლი პროცესი...
ერთი კი უნდა დავსძინო, ეს დროც ბევრი რამის ლუსტრირებას ახდენს, ვინ რამდენად პრინციპულია, რამდენად სულსწრაფია... ისე ეჩქარება პარლამენტში შესვლა , საკუთარ პარტიებზე და ვინც გაიყვანა დეპუტატად იმ პოლიტიკურ ჯგუფებს „გამთენიამდე სამჯერ ღალატობენ“.....

მძიმე საყურებელია ეს ... ბევრი წელია ასეთ სისუსტეებს და პირადი ინტერესებით მოქმედებას ვუყურებთ ... ამიტომაც ხალხს ყველა პოლიტიკოსი ერთნაირი ჰგონია ... პ.ს მე მაინც მაკო გომურის ბოლო სტატუსი არ ამომდის გონებიდან და მისი სიტყვები არ მასვენებს ... მორალური დილემაა“, - აცხადებს ეკა ბესელია.

ამავე თემაზე:

🔴 „ხვალ უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ“ - ჯაფარიძე

🔴 პრეზიდენტი: პოლიტიკური კრიზისი გადავლახეთ