„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით „ივანიშვილის რეჟიმი გონს უნდა მოვიდეს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ“.
ბოკერია ამბობს, რომ ქვეყნის თავისუფლების დაცვას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება.
„ვითარება რთულია, ამ რამდენიმე დღეში არაფერი შეცვლილა. ივანიშვილის რეჟიმი გონს უნდა მოვიდეს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მელია, რურუა, შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები და დანიშნოს თავისუფალი არჩევნები. ეს არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვას სჭირდება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔴 „შეიძლება დავამთავროთ იმით, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ“ - თამარ ჩუგოშვილი
🔴 „საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება“ - სააკაშვილი